|
2024-01-29 15:52:50, 1277 ნახვა
პოლიტიკა
TASS - აპრილიდან Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნული მიმართულებით ფრენები 2 აპრილიდან დაიწყება და კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე, Georgian Airways-მა ფრენები თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის დაიწყო. შეგახსენებთ, 2023 წლის10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შესახებ გაცემული ბრძანება გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირდაპირი რეისების განსახორციელებლად პირველი ნებართვა რუსულ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ზე გასცა. რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებისთვის ნებართვა 16 მაისს მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)