|
2024-01-29 10:44:10, 1003 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე - 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ,- ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა. როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, 9 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება". "ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა და ალბათ, ამ შეხვედრის შემდეგ მექნება უფრო მეტად საშუალება გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა "ქართულ ოცნებას" იმ მიმართულებით იმოძრაოს, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ევროპელ პარტნიორებს. ეს პუნქტები სჭირდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაწყებული დეოლიგარქიზაციიდან, გაგრძელებული სასამართლოს რეფორმით, რადგან ქვეყანაში სადაც არის ოლიგარქი და არ არის სამართლიანი სასამართლო, გამორიცხულია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ღირსეული დასაქმების საშუალება ჰქონდეთ მოქალაქეებს",- თქვა კირკიტაძემ. ცნობისთვის, დღეს, 29 იანვარს პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)