22:05 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-28 17:16:32, 1146 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი

სტამბოლში, სარიერის რაიონში კათოლიკურ ეკლესიას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

იერლიკაიას განცხადებით, სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმა წირვის დროს, ადგილობრივი დროით, 11:40 საათზე განხორციელდა.

”ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ საშინელ თავდასხმას",- აცხადებს მინისტრი.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ინციდენტში მონაწილე პირების დასაკავებლად "აუცილებელი ნაბიჯები" გადაიდგა.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა არა კათოლიკური ეკლესიის, არამედ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმას ჰგავს.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics