|
2024-01-27 15:00:35, 854 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი - ახალი წლის დასაწყისიდან ჩვენმა ოპონენტებმა „რეიტინგების ომი“ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც გააჩაღეს
ჩვენ არავის ვედრებით, ჩვენს გზას მივუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად და ამ გზაზე ძალიან დიდ წარმატებებსაც ვაღწევთ, რაც თვალშისაცემია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა "POSTV"-ის ეთერში განაცხადა. ცაგარეიშვილის თქმით, 2023 წლის ინდექსის შესახებ კვლევა ევროკავშირის მიერ არ ჩატარებულა, რაშიც საზოგადოების დარწმუნებას აღნიშნული არასამთავრობოები ცდილობენ. "ცოტა ხნით შევჩერდები კვლევებზე და ამ ე.წ. რეიტინგების ომზე, რომელიც ახალი წლის დასაწყისიდან გააჩაღეს ჩვენმა ოპონენტებმა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საქართველოს, მათი სამშობლოს წინააღმდეგ. იცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსი, რომლითაც შეფასდა სხვა ქვეყნებთან - მოლდოვასთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან შედარებით ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების, კორუფციის პრობლემების, სასამართლოს თავისუფლების, მმართველობის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების და ა.შ სფეროში. გაცხადდა, რომ თითქოს ჩვენ გვისწრებს მოლდოვა, უკრაინა და ქალბატონი ხიდაშელი, სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს ეს არის ერთგვარად ევროკავშირის შეფასება. მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, ეს კვლევა ჩაატარეს მხოლოდ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სხვათა შორის, მათი ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ტრიბუნაზე ან ტრიბუნასთან ახლოს იდგა, როცა ლამობდა ხელისუფლების შეცვლას ე.წ კოალიციური “ენჯეოშნიკური” მთავრობის დაკომპლექტებას", - განაცხადა ცაგარეიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)