|
2024-01-27 10:15:35, 656 ნახვა
მსოფლიო
სასამართლომ მწერალ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის საქმეზე დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის ბრალდების საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი - ჯარიმა. მედიის ცნობითვე, მწერლის რეპუტაციის შელახვაში ტრამპი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. ხოლო მისთვის რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა ნიუ-იორკის სასამართლოში დღეს გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მწერალმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ კი პიეველად New York Magazine-თან 2019 წელს განაცხადა. თავად დონალდ ტრამპი ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა. აღნიშნულის შემდეგ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა მისი რეპუტაცია შელახა. სასამართლომ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ 2023 წლის მაისში ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)