08:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 17:11:08, 608 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ და ვერ ექნება

საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ და ვერ ექნება "ქართულ ოცნებას“. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში - გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და "ქართულ ოცნებას" არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მმართველი პარტიის მიერ ჩატარებულ არჩევნებს "არავინ არ ენდობა".

"დასავლელ პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ცხადია, დგანან ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოს მოქალაქეებს. მათ კარგად ესმით, როგორი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ცვლილებები და ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ორიენტირებული იქნება დასაქმებაზე, ეკონომიკურ დოვლათზე და შესაბამისად, არავინ არ ენდობა "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული არჩევნებს.

ამიტომ, ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ გავაკეთებდით ყველაფერს, რათა საქართველოში ყოფილიყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები და ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმის მხარდამჭერი განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ დარწმუნებულები ვართ, საქმეშიც აისახება ეს ყველაფერი.

საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ, ვერ ექნება „ქართულ ოცნებას“. ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაგვიდგებიან მხარში და ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი მისიები, უამრავი დამკვირვებელი იქნება ამ ქვეყანაში და "ქართულ ოცნებას" არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები",- ამბობს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics