22:07 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 17:54:45, 888 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალი მოქალაქეებს აფრთხილებს, რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ

დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალმა, სერ პატრიკ სანდერსმა ლონდონში ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსეთთან მასშტაბური ომისთვის მოემზადონ.

პატრიკ სანდერსი უკრაინაში არსებულ ვითარებას 1914 და 1937 წლების კრიზისებს ადარებს და აცხადებს, რომ მხოლოდ „მოქალაქეების არმიები“ შეძლებენ დასავლეთის ცხოვრების წესზე მომავალი შემოტევის დამარცხებას.

„ჩვენმა წინამორბედებმა ვერ აღიქვეს ე.წ. ივლისის კრიზისის შედეგები 1914 წელს და ჩავარდნენ ყველაზე საშინელ ომებში. დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ იგივე შეცდომა. უკრაინას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ეს ომი არ ეხება მხოლოდ დონბასის შავ მიწას და არც რუსეთის იმპერიის აღდგენას. ეს ეხება ჩვენი სისტემის და ცხოვრების წესის პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და სიმბოლურად დამარცხებას. როგორ ვპასუხობთ ჩვენ, როგორც ომამდელი თაობა, ისტორიაზე აისახება. უკრაინული სიმამაცე ახლა დროს ყიდულობს“, - განაცხადა ბრიტანეთის არმიის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics