2024-01-24 23:14:55, 858 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - აშშ-ს უკრაინის დასახმარებლად ფული ამოეწურა, ამიტომ კიევს საბრძოლო მასალას იმავე დონეზე ვერ მიაწოდებს, როგორც ერთი წლის წინ
აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ვაშინგტონი ვერ მიაწოდებს კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ლოიდ ოსტინის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად იღებს ანგარიშებს ქვედანაყოფებს შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტის შესახებ.
"აშშ-ს ამოეწურა ფული უკრაინის დასახმარებლად და ჩვენ ვერ ვაძლევთ კიევს რაკეტებსა და საბრძოლო მასალას იმავე დონეზე, როგორც ერთი წლის წინ იყო", - განაცხადა ოსტინმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,