22:58 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 13:41:36, 829 ნახვა

მსოფლიო
Unian - ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, Ил-76 ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Unian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავში 63 ადამიანი იმყოფებოდა.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩისლავ გლადკოვის განცხადებით, დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, თუმცა ადგილზე  საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

"ახლა საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ. მე საგანგებოდ შევცვალე ჩემი სამუშაო განრიგი და რეგიონი დავტოვე. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", - წერს გლადკოვი Telegram-ზე.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics