2024-01-23 17:51:44, 716 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა
აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 3 პირი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები შირვანის საქალაქო პროკურატურის მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,