2024-01-23 09:33:32, 603 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, მხარეებმა წითელ ზღვაში არსებულ ვითარებაზე, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის აუცილებლობასა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსებისა და მხარდაჭერის გადაუდებელ საჭიროებაზე ისაუბრეს.
„ცხადია, მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა ხდება წითელ ზღვაში და მუდმივი საერთაშორისო, მრავალმხრივი მიდგომის აუცილებლობაზე „ჰუსიტების“ შესაძლებლობების დაქვეითების მიზნით”, - განაცხადა კირბიმ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,