18:39 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 22:47:15, 641 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ელჩი გაეროში - გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა

ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, - ამის შესახებ გაეროშო უკრაინის ელჩმა, სერჰი კისლიცამ განაცხადა.

კისლიცამ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ დაეხმარონ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

"ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რუსეთის ფედერაციის ფარისევლობა, როდესაც მან კიდევ ერთი უშიშროების საბჭო მოიწვია, რათა გაეკრიტიკებინა უკრაინისთვის იარაღის კანონიერი მიწოდება, რაც კეთდება უკრაინის სუვერენიტეტის დაცვისთვის. დღევანდელი ნაბიჯი არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის ფედერაციისგან, რომ ყურადღება გადაიტანოს აგრესიული ომიდან, რომელსაც ის უკრაინაში აწარმოებს, სისტემატურად ბომბავს, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს ინფრასტრუქტურას. როდესაც უკრაინა ცდილობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას სხვა ქვეყნებში შეძენილი იარაღით კლავს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხარდაჭერას ირანის, ბელარუსისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ დახმარება რუსეთს ამ აგრესიულ ომში", - განაცხადა სერჰი კისლიცამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში დღეს ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics