22:07 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 13:02:56, 883 ნახვა

საზოგადოება
რეაბილიტაცია და მენტალური ჯანმრთელობა

ფიზიკურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

რეაბილიტაციის როლი მენტალურ ჯანმრთელობაში

  1. ტკივილის მართვა

 რეაბილიტაცია ხშირად მოიცავს ვარჯიშებსა და თერაპიებს, რომლებიც მიმართულია ტკივილისა და დისკომფორტის შესამცირებლად. ქრონიკულმა ტკივილმა, შეიძლება, ხელი შეუწყოს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას. რეაბილიტაციის დროს, ტკივილის მართვის მეშვეობით  პაციენტებში მკვეთრად უმჯობესდება განწყობა.

       2. ფუნქციური დამოუკიდებლობა

 რეაბილიტაციის მეშვეობით ფიზიკური ფუნქციისა და დამოუკიდებლობის აღდგენამ, შეიძლება გაზარდოს თვითშეფასება და თავდაჯერებულობა. პაციენტი უკეთ შეიგრძნობს საკუთარ სხეულსა და შესაძლებლობებს, რაც დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

       3. ვარჯიში და ენდორფინები

 ფიზიკური რეაბილიტაცია, როგორც წესი, ხშირად მოიცავს სხვადასხვა ვარჯიშებსა და აქტივობებს  ძალისა და მოქნილობის აღსადგენად. ცნობილია, რომ ვარჯიში ათავისუფლებს ენდორფინებს, რომელიც ორგანიზმის ბუნებრივი, შფოთვის შესამცირებელი საშუალებაა

     4. შემეცნებითი უპირატესობები

 ზოგიერთი სარეაბილიტაციო პროგრამა მოიცავს შემეცნებით ვარჯიშებს და ასევე სავარჯიშოებს მეხსიერების, ყურადღებისა და კონცენტრაციის  გასაუმჯობესებლად. კოგნიტური გაუმჯობესება კი ხელს უწყობს ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობას.

     5. სოციუმში ინტეგრაცია

 ჯგუფური სარეაბილიტაციო სესიები და თერაპიები იძლევა სოციუმში ინტერაქციის შესაძლებლობებს. სოციალური მხარდაჭერა გადამწყვეტია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ხოლო იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მსგავსი გამოწვევების წინაშე არიან ამცირებს იზოლაციის შეგრძნებას.

      6. სტრესის შემცირება

 ფიზიკური აქტივობა და ვარჯიშები ამცირებს სტრეს

      7. გაუმჯობესებული ძილი

 ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს უწყობს ძილის  ხარისხის გაუმჯობესებას, ხარისხიანი ძილი კი, აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

      8. ადაპტაცია და დაძლევის უნარები

რეაბილიტაცია ხშირად მოიცავს ყოველდღიური აქტივობების განხორციელების ახალი გზების შესწავლას. ადაპტაციისა და დაძლევის უნარების განვითარება ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი და  რეაბილიტაციის პროგრამები, ორინტირებულია პაციენტის მენტალურ ჯანმრთელობაზე. რეაბილიტაცია ახალი ხედვის ცენტრში დადებითად იმოქმედებს თქვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე, რეაბილიტაციის პროცესს მარტივსა და სასიამოვნოს გახდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics