06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 12:53:03, 657 ნახვა

საზოგადოება
რეაბილიტაცია სხვადასხვა ასაკში

ფიზიკური რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ფიზიკური ფუნქციის, მობილობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სხვადასხვა დაზიანების, ტრავმის, ოპერაციის, დაავადების შემდეგ და სხვა .  რეაბილიტაცია  შესაძლოა დასჭირდეს ნებისმიერი ასაკის პაციენტს,  თუმცა, რეაბილიტაციის პროცესზე, მკურნალობის გეგმასა და შედეგებზე შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს პაციენტის ასაკმა.

შეხორცებისა და აღდგენის პროცესი როგორც წესი ახალგაზრდა პაციენტებთან  უფრო სწრაფად მიმდინარეობს. ასაკის მატებასთან ერთად კი, ქსოვილების აღდგენისა და რეგენერაციის უნარი მცირდება.

           პედიატრიული რეაბილიტაცია ( 0-18 წ )

  1. კონგენიტალური დარღვევები : რეაბილიტაცია ფართოდ გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა  მაგალითდ ცერებრალური დამბლა და სხვა. თერაპია ფოკუსირებულია მოტორული უნარების, კოორდინაციისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე.
  2. მოტორული განვითარების შეფერხებები: ცოცვის, სიარულის ან ნატიფი მოტორიკის დარღვევა.
  3. ორთოპედიული დაზიანებები: რეაბილიტაცია საჭიროა ბავშვთა ასაკში მოტეხილობების, სპორტული დაზიანებების, სქოლიოზის დროს და ა.შ.
  4. ნევროლოგიური დაზიანებები: რეაბილიტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ნევროლოგიური დარღვევების მქონე ბავშვებში, აუმჯობესებს მოტორულ კონტროლსა და ზოგად მდგომარეობას.

           რეაბილიტაცია მოზრდილებში ( 18-65 წ )

  1. ორთოპედიული დაზიანებები: რეაბილიტაცია ოპერაციების, მოტეხილობების ან სახსრების ჩანაცვლების შემდეგ ფოკუსირებულია მოძრაობის  და მოქნილობის აღდგენაზე.
  2. ნევროლოგიური დაზიანებები: ინსულტის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანების  და სხვა მდგომარეობების დროს რეაბილიტაცია მიზნად ისახავს მობილობის, ბალანსის, კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას და ა.შ .
  3. ქრონიკული მდგომარეობები: ქრონიკული დავაადებების მქონე პაციენტებს შეუძლიათ გაიარონ რეაბილიტაცია სიმპტომების სამართავად და ყოველდღიური ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
  4. კარდიო-პულმონალური დაზიანებები: გულის ან ფილტვის  სხვადასხვა დაავადების დროს რეაბილიტაცია ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული  სისტემის გამძლეობის და ფუნქციურ გაუმჯობესებას.

           გერიატრიული რეაბილიტაცია ( 65+წ )

  1. დაცემის პრევენცია: ხანდაზმულებში დაცემის გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, რეაბილიტაცია ფოკუსირებულია წონასწორობისა და ბალანსის  გასაძლიერებელ ვარჯიშებზე.
  2. ენდოპროთეზირების შემდგომ რეაბილიტაცია : სახსრის ჩანაცვლების  ოპერაციის შემდეგ,  რეაბილიტაცია გადამწყვეტია მობილობის და ფუნქციების აღსადგენად.
  3. ქრონიკული დაავადებების მართვა: რეაბიილიტაცია ეხმარება პაციენტს მართოს ისეთი მდგომარეობების თანმხლები ჩივილები , როგორიცაა ოსტეოართრიტი, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვ.
  4. კოგნიტური რეაბილიტაცია : ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების ან ნეიროდეგენერაციული დარღვევების მქონე პირებისთვის, როგორიცაა დემენცია, რეაბილიტაცია მოიცავს კოგნიტურ ვარჯიშებს.

           რეაბილიტაცია ნებისმიერი ასაკის პირისთვის

  1. ფუნქციური დამოუკიდებლობა: უპირველესი მიზანია გაზარდოს პაციენტის უნარი, განახორციელოს ყოველდღიური საქმიანობა დამოუკიდებლად.
  2. პაციენტზე ორიენტირებული მოვლა: სარეაბილიტაციო პროგრამების მორგება ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მიზნების გათვალისწინებით.
  3. მულტიდისციპლინური მიდგომა: საჭიროა სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ჩართვა, მაგალითად ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ოკუპაციური თერაპევტი და სხვა.
  4. სახლის სავარჯიშოები და ადაპტაციური მოწყობილობები: ხელსაწყოებითა და სავარჯიშოებით უზრუნველყოფა, რის მეშვეობითაც პაციენტები შეძლებენ სახლშიც გააგრძელონ ზრუნვა ფუნქციურ გაუმჯობესებაზე.

“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში, ყველა ასაკის პაციენტს შეუძლია გაიაროს რეაბილიტაციის პროცესი თანამედროვე მიდგომებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics