|
2024-01-19 16:05:09, 1063 ნახვა
საზოგადოება
ინაშვილი - არ ვარ გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე - ეს მანდილოსანი დეკანოიძეს უფრო ჰგავს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახული. როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი ხატია დეკანოიძეს, ხოლო მამაკაცი სერგი კაპანაძეს „უფრო ჰგავს“. „არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მით უმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი. ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე. დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“,- წერს ინაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)