|
2024-01-18 18:44:05, 773 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ნატა ფერაძეზე - საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას - არ გამოუვათ
საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“. კობახიძის თქმით, "ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება". „ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)