10:16 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 18:16:46, 720 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი - შანხაი არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი და მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, ჩინეთში მიმდინარე შეხვედრებს აფასებს.

ჩიქოვანის თქმით, შეხვედრები გრძელდება შანხაიში, რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი.

„ვიზიტი გრძელდება, გვაქვს შეხვედრები შანხაიში. შანხაი არის, განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი მუნიციპალიტეტი, რომელშიც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც არის ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი. აქ ხაზია გასასმელი იმაზე რომ, აქ შექმნილია ახალი სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს ლოჯისტიკის განვითარებას და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ვაჭრობას.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაბამისი კომუნიკაცია ჩინეთში, როგორც პოლიტიკურ წრეებთან ასევე ბიზნეს წრეებთან და ვიზიტის ფარგლებში უკვე გვქონდა შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ასევე გვექნება შეხვედრები სხვადასხვა ბიზნეს ჰაბებში“.-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics