|
2024-01-18 13:35:13, 800 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული N89 საბავშვო ბაღი დაათვალიერა
განახლებული ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი - ასეთია N89 საჯარო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის შედეგი. ახლად რეაბილიტირებული სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა. „ყველამ ვნახეთ ფოტოებზე, თუ რა მდგომარეობაში იყო 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღი წარსულში. დღეს გვაქვს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბაღი. რეაბილიტაციის გარდა აშენდა ახალი ფლიგელი და ბაღს უკვე 500-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია. ამჟამად 460 ბავშვია რეგისტრირებული. ძალიან სასიამოვნოა გარემოა, ასევე არის ულამაზესი ეზო, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და განთავსდა ატრაქციონები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველგან ეს სტანდარტი დაინერგოს, რაც ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს. ბავშვები, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა არის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. N89 ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით - დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 895 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)