|
2024-01-18 13:18:05, 901 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გახარიას განცხადებები სპეკულაციაა, მისი მთავარი საზრუნავი 5%-იანი ბარიერის როგორმე გადალახვა იქნება
რეალურად ვიცით, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია და მათთან თანამშრომლობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები სპეკულაციაა, რომელიც "მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მისმა პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახოს". „არ ვიცი რამდენად სწორი იქნება კომენტარის გაკეთება იმაზე, გახარია რამდენჯერაც გამოვა და რაღაცას იტყვის. ალბათ, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ის, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახოს. ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია. რეალურად ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაშია, მათთან თანამშრომლობს. ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, თუნდაც ის, რომ რეგიონებში კონკრეტული კოალიციები აქვს შექმნილი. ასე რომ, დღეს გახარია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთია და შეიძლება მათ შორის განსხვავება ვერ იპოვოთ“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)