11:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 13:55:21, 492 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - ჩინეთისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ

ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და თანამშრომლობას აქვს განუზომელი პოტენციალი,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, საქართველომ ჩინეთისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თაობაზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მიიღო.

„დღეს შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებით, ასევე მწვანე ეკონომიკის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. თუმცა რაზეც ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში, რაზეც დღეს კომერციის მინისტრის მოადგილესთან საკმაოდ დიდხნიანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საკითხი რომელზეც ჩვენი სამინისტრო დიდი ხნის მანძილზე მუშაობს, ეს არის ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანა ჩინეთში. პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ ჩინეთის მხარისგან, რაზეც რა თქმა უნდა, სამინისტროს და მთავრობის მხრიდან გაგრძელდება თანამშრომლობა და მუშაობა. თავისთავად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციების, მაგალითად ქართული ღვინის, შემოტანაც მუდმივად მზარდია ჩინეთში, თუმცა, გარკვეულ დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რაზეც ამ შეხვედრის დროს იქნა გამახვილებული ყურადღება", - განაცხადა წილოსანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics