11:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 14:25:18, 525 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ვხედავთ, რომ ოპოზიციაში ქაოსია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ

დღეს, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე არის უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.

"ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ, პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება" წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics