13:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 14:44:41, 728 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი გახარიაზე - ყოველგვარი მიზეზის გარეშე, საკუთარ ქვეყანას და სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დებატების შეთავაზებას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნისას, ქვეყანას და მის სამართლებრივ სისტემას დაუპირისპირდა იმისთვის, რომ რევოლუციური სცენარი განხორციელებულიყო. 

"პრემიერ-მინისტრი [გიორგი გახარია] დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, დაუპირისპირდა სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა პლატფორმას იმისთვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირდაპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისთვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გახარიამ] და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეს სცენარში ჰქონდა გაწერილი "ნაცმოძრაობას", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics