14:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 15:59:06, 937 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია

არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მარტივად გეტყვით: თუ ადამიანი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, მაშინ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში? თუ ქვეყანას გარედან მართავდა, მაშინ ჩვეულებრივად გააგრძელებდა ამას, როგორც თქვენ ამბობთ. მაშინ რატომ დაბრუნდებოდა?“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს ღიად აქვს გაცხადებული ქვეყნის განვითარების გეგმა, რაც რეფორმების გაგრძელებასა და ევროკავშირთან მეტად დაახლოებას გულისხმობს.

„ჩვენს გუნდს აბსოლუტურად ღიად აქვს გაცხადებული თუ რა გვაქვს გეგმაში, როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება და რა ნაბიჯები იდგმება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, რაც ევროინტეგრაციის რთულ გზაზე გაკეთდა, რა მიღწევებიც გვქონდა, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics