14:52 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 15:12:47, 976 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დღევანდელმა დღემ ე.წ. არაფორმალურ მმართველობაზე სპეკულაციებს წერტილი დაუსვა

დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით,აღნიშნული გადაწყვეტილებით "დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია".

"დღეს აბსოლუტურად დასრულდა ყველანაირის სპეკულაციებისთვის სივრცე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა? აბსოლუტურად ცხადია აქ ყველაფერი. პირიქით, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა. რა თქმან უნდა, რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. აქედან გამომდინარე, დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციებს ამ ე.წ. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics