2023-12-30 14:04:24, 1987 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია [ვიდეო]
პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
"პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება. პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით, თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდამტეხის შემოქმედი - ბიძინა ივანიშვილი', - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,