17:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 12:56:22, 582 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

„ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის საკითხს.

გახარიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნისთვის ბიჭვინთის გადაცემის „გადაწყვეტილება" უკანონოა.

„ქართული ოცნების“ ანტიპრაგმატული პოლიტიკის ფონზე, რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისაკენ. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმმა დააკმაყოფილა ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნა და მას კურორტი ბიჭვინთა გადასცა - სრულიად უგულებელყო ქართველი და აფხაზი ხალხის ნება. ასეთი „გადაწყვეტილებები“ უკანონოა. ჩვენ, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა", - წერს გახარია X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 დეკემბერს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის "შეთანხმება" დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics