17:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 22:45:21, 507 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - შეურაცხმყოფელი ხარისხიდან ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავედით

თავდაცვის უწყებაში ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს. ეს არის კონკრეტული ციფრები, მაგალითად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მაღალი ინტერესი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ქრონიკის“ ეთერში. 

ჯუანშერ ბურჭულაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშს და აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში მიღწეული შედეგები რთულად წარმოსადგენი იყო ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ძალოვანი უწყებებისა თუ სხვა მიმართულებების თვალსაზრისით. მან თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ უწყებას საერთაშორისო ურთიერთობის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა თუ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით კონკრეტული შედეგები აქვს. 

„ის, რომ ჯარში წელს ჩვენ მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ 1600 სამხედრო მოსამსახურე, არის წარმოუდგენელი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ეს არის კონკრეტული შედეგი,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics