19:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 09:37:46, 618 ნახვა

პოლიტიკა
კოლომინა რუსულ ბაზაზე - თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს გვემუქრება - ვიმოქმედებთ

თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება, NATO-ს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ,- ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ფლოტისთვის ბაზის განთავსებაზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

კოლომინას თქმით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა ვხედავთ რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს უშუალო სიახლოვესაა, იწვევს შეშფოთებას. თუმცა, როგორც გითხარით, შავი ზღვა დღეს უკვე განიხილება რეგიონული, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სივრცედ და ის არის NATO-ს სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას, NATO-ს ექნება შესაძლებლობა და ნება, რომ ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ თავს დაგვესხმებიან ან დავინახავთ, რომ ეს ჩვენ გვემუქრება...

შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეს მკაფიოდ არის ჩაწერილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც 2022 წელს მადრიდის სამიტზე დამტკიცდა. ჩვენ ამ რეგიონს განვიხილავთ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ამ კონტექსტში, უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩვენ ვატარებდით სამხედრო-საზღვაო წვრთნებს შავ ზღვაში, NATO-ს გემები ჩერდებოდნენ საქართველოს პორტებში...

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საზღვაო სფეროში, ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ შავი ზღვა კვლავაც რელევანტურია NATO-სთვის. ის არის ჩვენი სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი და შავი ზღვა არის იმ დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ვმართავთ როგორც NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისე პარტნიორებთან ამ რეგიონში", - განაცხადა კოლომინამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics