19:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 12:10:29, 681 ნახვა

პოლიტიკა
რაქვიაშვილი - გახარიას შეეშინდა, რომ „ნაცობას შეტენიდნენ“

მე მგონი, გახარიას გუნდს უბრალოდ შეეშინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვადასხვა შეთანხმებების გამო, გახარიას "ნაცობას" შეტენიდნენ და შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად "ანტინაცური" რამე გაეკეთებინათ, - ასე ეხმაურება "გირჩის" დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას.

რაქვიაშვილის თქმით, "გახარიას პარტიაში სერიოზულად არავინ არ ნერვიულობს იმაზე, მესამე პრეზიდენტი "ვივამედში" იქნება თუ ციხეში".

"მე მგონი, გახარიას გუნდს უბრალოდ შეეშინდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" სხვადასხვა შეთანხმებების გამო, გახარიას "ნაცობას" შეტენიდნენ და შეეცადნენ, რომ მაქსიმალურად "ანტინაცური" რამე გაეკეთებინათ. ამიტომ, რა უნდა თქვა ისეთი, რომ "ოცნებაზე" "ქოცური" პოზიცია დაიკავო.

მე მგონი, ამის იქით არაფერი არ დგას, არავინ სერიოზულად არ ნერვიულობს გახარიას პარტიაში მიხეილ სააკაშვილი "ვივამედში" იქნება თუ ციხეში", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics