21:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 14:54:24, 677 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა სააკაშვილზე - მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში

მიხარია, რომ ჯანზეა, სუპერ პაკ-ზე ფიქრობს და ხელმოცარულებს გაერთიანების შესახებ მიმართავს - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

ზარქუას თქმით, "ლუზერების გაერთიანებას" მიესალმება.

"ეს მიუთითებს, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა "ვივამედს“, რადგან გამოაჯანმრთელეს ისე, რომ პოლიტიკაზე ფიქრობს, ამ ხელმოცარულებს სტრატეგიასა და სუპერ პაკ-ს უმუშავებს. მივესალმები, მოვუწოდებ, რომ ყურად იღონ მათი ბელადის დაკვეთა და ეს ლუზერები გაერთიანდნენ...

უპირველეს ყოვლისა, ქართველი ამომრჩევლის ინტერესშია ორ ბანაკად დაყოფა, სადაც იქნება "ქართული ოცნება“, ხოლო იქეთ - გაერთიანება სუპერ პაკ-ი. გაერთიანდით სუპერ პაკ-ში, ბელადის დაკვეთაა - გაერთიანდით, შემოდით სუპერ პაკ-ში, ბიჭებო - ჭიჭე, ხაბე, დანარჩები, ხოშტარა და გიჟი ჯაფარა, მიაწექით სუპერ პაკ-ს“,- ამბობს ზარქუა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს, 20 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics