|
2023-12-20 13:05:10, 823 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი, შესაძლოა, 28 დეკემბერს განიხილოს. აღნიშნულ ინფორმაციას "ტელეგრამ-არხი" RESPUBLICA ავრცელებს. ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის განხილვის განახლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ტელეგრამ-არხმა" ужная газета-მ გაავრცელა. "ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმება პარლამენტში დაბრუნდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საზოგადოების აღშფოთება მხოლოდ კოორდინატების კორექტირებას უკავშირდება და ახალი წლის დადგომამდე შეთანხმების მიღწევას ლობირებს",- წერს ужная газета. ekhokavkaza-ს ცნობით, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ ე.წ. შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული. დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და "ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა".
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)