|
2023-12-19 14:09:48, 950 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო „მაგნიტსკის სიაზე“ - საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა შეინარჩუნა
საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში 50%-მდე გაიზარდა. "საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად - 50%-მდეა გაზრდილი",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ "მაგნიტსკის აქტის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. ბორელის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა უერთდებიან. აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო ნახსენები არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)