21:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 09:59:16, 794 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო „მაგნიტსკის სიის“ გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო "მაგნიტსკის სიის" 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა. ამის შესახებ საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "მაგნიტსკის სიის" ფარგლებში სანქციების გახანგრძლივებას მხარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა: ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და ბოსნია და ჰერცეგოვინამ დაუჭირეს.

ხელმომწერებს შორის არიან ასევე: ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ისლანდია, სომხეთი და აზერბაიჯანიც. ამასთან, ქვეყნების სიაში ნახსენები არ არის საქართველო. 

აღსანიშნავია ასევე, რომ "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების მომხრე ქვეყნების სიიდან ამოღებული არიან სომხეთი და აზერბაიჯანი. 

ცნობისთვის, 2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა "მაგნიტსკის სია" მიიღო, რომლის მთავარი მიზანიც რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

2017 წელს, ე.წ. მაგნიტსკის სიის მსგავსი დოკუმენტი კანადის პარლამენტმა და კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics