02:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 21:44:37, 689 ნახვა

საზოგადოება
„ფერმერებს ვულოცავ ფერმერთა დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ თავიანთ საქმიანობაში“ - ნინო თანდილაშვილი ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ფერმერთა დღე“ სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

„პირველ რიგში, მინდა ფერმერებს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო საქმიანობაში. ფერმერები ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, შთამბეჭდავია ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამმუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და ბაზრების  დივერსიფიცირების მიმართულებით. ამ მხარდაჭერას, ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას იმისათვის, რომ უფრო მეტი  ქართული ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ბუნებრივია კონკურენციას გაუწევს და იქნება სასურველი ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი.  სწორედ ამ პროდუქციას ქნიან ჩვენი ფერმერები. ფერმერებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღეს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერები დაჯილდოვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ფერმერის დღეს  2015 წლიდან აღინიშნავს.

ფერმერების დაჯილდოების ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics