|
2023-11-17 13:56:59, 680 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული
საერთაშორისო სასამართლოებში ყველა გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში იქნა მიღწეული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათში მოსმენას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. „საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა არის იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია და ამ მხრივ ბევრი რამ გვაქვს საამაყო – არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3 300-მდე საქმიდან აბსოლუტურად ყველა საქმე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ყველა ეს გამარჯვება სწორედ „ქართული ოცნების" პირობებში იქნა მიღწეული. 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24,000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული“, - განაცხადა ბრეგაძემ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)