|
2023-11-17 12:35:15, 713 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა აუდიტი - საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფრთხოებისთვის ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელებულ ღონისძიებებზე. "იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წელს წარმატებით გაიარა ევროკომისიის მიერ აკრედიტებული კომპანიის აუდიტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ელექტრონული ხელმოწერა სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს. ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა საფუძველს ქმნის ქართული კომპანიებისთვის გააფართოონ საქმიანობა ევროკავშირის ბაზარზე, უზრუნველყონ ეკონომიკური პროცესების მოქნილობა და შეამცირონ დანახარჯები. ასევე, წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რაც საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს მგზავრობას და ქვეყნის პასპორტები საზღვარზე არა ჰოლოგრამებით, არამედ ჩიპით შემოწმდება. ეს არის საქართველოს მორიგი წარმატება დოკუმენტების უსაფრთხოების ნაწილშიც, რაც ვიზალიბერალიზაციის აუცილებელი პირობაა",- განაცხადა ბრეგაძემ.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)