2023-11-01 17:17:25, 694 ნახვა
მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 8 796-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 8 796-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu Agency პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთაგან 3 648 ბავშვი, ხოლო 2 290 ქალია.
უწყების სპიკერის, აშრაფ ალ-კუდრამის განცხადებით, ღაზაში ნანგრევების ქვეშ 2 030 ადამიანი რჩება, ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა კი, 22 219-ია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,