09:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 09:20:27, 763 ნახვა

მსოფლიო
The Times Of Israel - ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე მეტი სატვირთო მანქანა შევიდა

ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 30-ზე სატვირთო მანქანა შევიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ რაფაჰის გამშვები პუნქტი გახსნა, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 117 სატვირთო მანქანა შევიდა.

მათივე ცნობით, მანქანებში იყო წყალი, საკვები და მედიკამენტები.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა, 23 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე და მესამე კოლონებიც შევიდნენ, ხოლო 27 ოქტომბერს, ღაზას სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 12 სატვირთო მანქანა შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics