09:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-28 10:22:12, 1985 ნახვა

მსოფლიო
გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.

რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის თაობაზე.

იმ 14 ქვეყანას შორის, რომლებმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, არიან: აშშ-ი, ისრაელი, უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, ტონგა, პარაგვაი, ნაურუ, მიკრონეზია.

ამასთან, აშშ-მა და და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და აღნიშნეს, რომ ის ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" კრიტიკას არ მოიცავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics