11:13 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 22:18:47, 831 ნახვა

მსოფლიო
ღაზას სექტორი სრულად გათიშულია კომუნიკაციისგან და ინტენსიურად იბომბება

ღაზას სექტორი სრულად გათიშულია კომუნიკაციისგან- არ მიეწოდებათ ინტერნეტი- ფიჭური,  სატელევიზიო ქსელები ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად გამოიყვანეს მწყობრიდან. ამის შესახებ ალ ჯაზირა და დასავლური მედია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ცაჰალმა უკვე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში. 

 ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ისრაელის ავიაციის ამ წუთებში მიმდინარე უწყვეტი საავიაციო დაბომბვების ფონზე AL Jazeera-ს კორესპონდენტმა შეძლო საკუთარ ტელეკომპანიასთან დაკავშირება, სადაც ის ამბობს : „ არ ვართ კარგად, ყველგან სხეულის ნაწილებია მიმოფანტული- რაკეტები არ განასხვავებენ ერთმანეთისგან ახალგაზრდებს, თუ მოხუცებს- ისმის არანორმალური დაბომბვების ხმა, რომელიც არც ერთი წუთით არ ცხრება“. - ამბობს ჟურნალისტი.

ისრაელის ჯავშანტექნიკა- ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები მოძრაობენ ჩრდილოეთ ღაზის სექტორის მახლობლად, საიდანაც უახლოეს საათებში მოსლოდნელია ისრაელის შეიარაღებული ძალების შტურმის დაწყება.

მანამდე ცაჰალმა გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

„ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას იწყებს“ ---უახლოეს საათებში  მოსალოდნელია დაიწყოს საბრძოლო ტექნიკისა და ქვეითი მებრძოლების ღაზას ტერიტორიაზე შესვლა და ჰამასის სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტების განადგურების დაწყება- მთავარი სამიზნე იქნება რა თქმა უნდა მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ტერორისტებს განთავსებული აქვთ სარაკეტო შეიარაღება, რომელთაც ისრაელის დასაბომბად აქტიურად იყენებენ. - წერია ცაჰალის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპა მსოფლიოში სამხედრო ხარჯების ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა
აშშ-ის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტრამპის ვახშმის უსაფრთხოება, - The Washington Post
ივანიშვილის წარმომადგენელმა კირცხალიამ, მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა და ევროპა ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა
Axios: ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ომის დასრულება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics