|
2023-10-26 22:29:09, 769 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი - სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან - ისრაელი გაიმარჯვებს
სახმელეთო ოპერაცია მალე დაიწყება, ჯარისკაცები მზად არიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Times of Israel ავრცელებს. გალანტის თქმით, ისრაელი „არ არის დაინტერესებული ომის გაფართოებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გაუმკლავდება მას“ და აუცილებლად გაიმარჯვებს. „7 ოქტომბერს „ჰამასმა“ დაიწყო ომი, ომი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, პატარა ბავშვების, ქალების, ჰოლოკოსტის შემდეგ გადარჩენილთა წინააღმდეგ. ეს არის მკვლელობის, გაუპატიურების, გატაცების, ძარცვის ომი. ეს არის ომი, რომელიც გამიზნულია ჩვენი შეკავებისა და ისრაელის მოქალაქეების ნების გასანადგურებლად, იცხოვრონ აქ. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. მე ვიცი ეს, რადგან ვნახე 7 ოქტომბერს და 8 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც იბრძოდნენ. მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ თავიანთ შვილებს ნებისმიერ ფასად და 24 საათის შემდეგ ჩვენ შეტევაზე გადავედით. ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში ხორციელდება ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვით… ბუნკერებსა და გვირაბებზე დარტყმით“, - განაცხადა გალანტმა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)