11:36 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 13:33:32, 1545 ნახვა

ომი უკრაინაში
ვერეშჩუკი - როდემდე გაგრძელდება ომი? - გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება

ვიცე-პრემიერი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი ირინა ვერეშჩუკი  აცხადებს, რომ რუსეთთან ომი დიდხანს გაგრძელდება და "არ დასრულდება არც ამ წლის ბოლოს და არც მომავალ გაზაფხულზე, როგორც ზოგიერთი იმედოვნებს". 

როგორც ვერეშჩუკმა Telegram-ზე დაწერა, ომში გამარჯვების გზა "გრძელი და რთული" იქნება.

"როდემდე გაგრძელდება ომი? უნდა ვიყოთ პატიოსნები. ამ ომში გამარჯვების გზა გრძელი და რთული იქნება. "2-3 კვირა", "წლის ბოლომდე", "მომავალ გაზაფხულზე" - ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. 

ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვემზადოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება - ყველა უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და რთული ომისთვის. და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ",- წერს ვერეშჩუკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics