|
2023-07-06 17:18:01, 1431 ნახვა
ეკონომიკა
„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულები ცნობილია - პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, Galt & Taggart-ისა და BDO Georgia-ს მხარადჭერით განხორციელდა
კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა. სია ასე გამოიყურება: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია; კრისტალი; ემბისი; თიბისი ლიზინგი; რიკო ჯგუფი; თეგეტა ჰოლდინგი; „ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია“. გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებითვის. 18 თვის განმავლობაში, პროგრამამ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 13 სხვადასხვა სექტორიდან 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ციფრი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 12 კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტი არსებობდა. 21 რეგისტრირებული კანდიდატიდან 11-მა წარმატებით განათავსა ფასიანი ქაღალდები ბაზარზე. 11-ივე კომპანიის მიერ გამოშვებულმა ფასიანი ქაღალდების მოცულობამ დაახლოებით 700 მილიონი ლარი შეადგინა. მისია, პროექტის განხორციელებისას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ ESG მიმართულებაზე, მიღწეულია. პროგრამის შედეგად 5 ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, რომლებმაც 3 მწვანე და 1 სოციალური ბონდი ერთიც მდგრადობასთან დაკავშირებული (sustainability-linked) ობლიგაცია გამოუშვეს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. • პირველი ფაზა ემსახურებოდა საქართველოს კაპიტალის ბაზრის პოტენციალის შესწავლას და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს უშლის პოტენცურ ემიტენტებს კაპიტალის ბაზრის რესურსებზე წვდომაში; • მეორე ეტაპი ფოკუსირებული იყო კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის შექმნაზე, რომელსაც შერჩეულ კომპანიებისთვის ბაზრის ათვისებაში (სავალო ან/და წილობრივი (Equity) ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით) უნდა შეეწყო ხელი; • დასკვნითი ნაწილი კი პროგრამის გამარჯვებულების გამოვლენა იყო. პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობები. 18 თვის განმავლობაში საერთო ჯამში ჩატარდა 8 შეხვედრა (ვებინარი და მასტერკლასი), რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ეროვნული ბანკის, შესაბამისი სამინისტროების, საინვესტიციო ბანკებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)