|
2023-07-06 10:18:34, 1775 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ალფა დეველოპმენტი „სანი სითის“ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ალფა დეველოპმენტი, კერძო დასახლების ტიპის მყუდრო საცხოვრებელ კომპლექს „სანი სითის“ აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5.4 მილიონი აშშ დოლარია, ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „სანი სითი“, მეტრო „ვარკეთილთან“, ვიქტორ კუპრაძის ქ. 2ე-ში მდებარეობს, რომლის თანამედროვე, დაბალსართულიანი, კომპაქტური შენობები მყუდრო, წყნარ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის. საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსი მოიცავს უსაფრთხო გარემოში მდებარე 8 სართულიან, ოთხ დამოუკიდებელ საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომებით, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურითა და დასასვენებელი სივრცეებით. პროექტი 2023 წლის დეკემბერში სრულდება და ბინის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბაზისბანკის გამარტივებული იპოთეკური სესხით. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ. "ალფა დეველოპმენტი 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ამ დროის განმავლობაში შევძელით და მოვიპოვეთ სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაცია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, კომფორტული ინფრასტრუქტურა, ბინების გონივრული გეგმარებები, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა, სწორი მენეჯმენტი და რაც მთავარია მაღალკვალიფიციური საპროექტო-საინჟინრო გუნდი ის უპირატესობებია, რაც ალფა დეველოპმენტს გამოარჩევს ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ კლიენტების მზარდი მოთხოვნა და უზრუნველვყოთ სანდო, უსაფრთხო და ხარისხიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ბაზისბანკთან პარტნიორობით, სამომავლოდ კიდევ მეტად შევუწყობთ ხელს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გაძლიერებას", - აცხადებს ალფა დეველოპმენტის დირექტორი, ნინო ნემსაძე. „ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ზოგადად ბიზნეს გარემოზე“, - ამბობს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)