21:39 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 11:00:26, 1380 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება

სულ ცოტა დრო რჩება 7 ივლისამდე, როდესაც თბილისში, „თიბისის“ მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართება. კონფერენციის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც „თიბისის“ ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და დარეგისტრირდით კონფერენციაზე აქ: https://changeinspire.ge/#about-conferenc





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics