|
2023-07-03 12:20:22, 1171 ნახვა
ეკონომიკა
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და პოლონური მარკეტინგული კომპანიის Malinova ერთობლივი ორგანიზებით, ქართული ღვინის ფესტივალი პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გაიმართა. „ღონისძიების ჩატარების მიზანს, პოლონეთის ბაზარზე არსებულ მსხვილ იმპორტიორ კომპანიებთან და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენდა. შესაბამისად, ფესტივალის აუდიტორია და მონაწილე კომპანიები აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით განისაზღვრა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველაიძემ, რომელიც აღნიშნულ ფესტივალზე ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ისეთი მსხვილი ქსელური მარკეტებისა და ღვინის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Makro Cash&Carry; Biedronka; Vininnova; Zasada Group, Food&Wine, Dom Wina და სხვა. ფესტივალს, ჯამში, 120 ადამიანი დაესწრო. წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 8 მწარმოებლის, მათ შორის, მცირე მარნების პროდუქცია, რომლებიც სტუმრებს თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტი დაესწრო. პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში, პოლონეთში, მიმდინარე წელასაც აქტიური მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს.
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
ელენე ხოშტარია - ძალიან სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში - ერთად ძალიან ძლიერები ვართ!
საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას 26-30 ოქტომბერსაც გააგრძელებს
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)