08:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 18:13:48, 947 ნახვა

საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარს ესტუმრა. ცენტრის ბენეფიციარებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით საჭირო ტექნიკა და საგანმანათლებო ლიტერატურა გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალური დირექტორი ბენეფიციარებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მარიამ მელიაშვილმა, გარდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ დასაქმებაც შესთავაზა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ქალების გაძლიერება ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით წვლილი შევიტანოთ, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში. ორგანიზაცია მირაბალდები“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათი ბენეფიციარების გაძლიერებას“.

„განათლება ძალადობის წინააღმდეგ“ - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მთავარი სლოგანი და იდეა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მირაბალდებთან“ ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში თანამშრომლობს.

„გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით, კომპანიის ინიციატივითა და ჩართულობით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics