|
2023-03-14 17:16:25, 994 ნახვა
საზოგადოება
ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს
რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც გამოცემის ხელმძღვანელი ეკატერინე კოტრიკაძე წერს, ჟურნალისტი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე თვითმფრინავში დააბრუნეს. "ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შვეჩენკო საქართველოში არ შეუშვეს. მიზეზის ახსნის გარეშე. ახლა მას თვითმფრინავში აბრუნებენ",- წერს ეკატერინე კოტრიკაძე. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. 18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა. 12 იანვარს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებდა. 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის "Насилию.нет-ის" დამფუძნებელ ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს. 20 თებერვალს შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)