|
2023-03-13 12:03:28, 1339 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ბაკურიანის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „თიბისის“ ბარათით არის შესაძლებელი
მგზავრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე „თიბისის“ ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით. ბორჯომ-ბაკურიანის სატრანსპორტო ბარათის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ლოკაციებზე: ბაკურიანი: დაბა ბაკურიანის, აღმაშენებლის 1.18-ში მდებარე მარკეტში. ბორჯომი: „თიბისის“ ფილიალში და ბორჯომში არსებულ მარკეტში, მისამართზე - მესხეთის ქუჩა #5. სატრანსპორტო ბარათის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და მისი შევსება შესაძლებელია მხოლოდ „თიბისი“ ფეის სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. შეღავათი ბაკურიანში TBC ბარათებზე მგზავრობის საფასური ბაკურიანში 1 ლარი იქნება. შეღავათები გავრცელდება დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბის სკოლის მოსწავლეებზე, დღეში 4-ჯერ უფასო არის მგზავრობა. იმისათვის რომ მოსწავლემ შეძლოს შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა საჭიროა იქონიოს „თიბისი ბანკის“ მოსწავლის ბარათი. შეღავათის გავრცელება მოხდება ბარათის გაცემიდან მაქსიმუმ 2-3 სამუშაო დღეში. პერსონალური ბარათები მერიის მიერ დადგენილ გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში შემავალი პირებისთვის გაიცემა პერსონიფიცირებული სატრანსპორტო ბარათები, რომელზეც ვრცელდება შეღავათიანი ტარიფები (ნულოვანი ტარიფი). ასეთი ტიპის სატრანსპორტო ბარათებზე დატანილია ბარათის მფლობელის სახელი, გვარი და ფოტოსურათი. ამ ეტაპზე პერსონიფიცირებული ბარათების გაცემა ხდება ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მიერ. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე - https://link.tbc.ge/3GKKH8Y
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)