|
2023-03-12 10:00:57, 1047 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - ჯარის საკითხის პოლიტიზირება და ყოვლად მიუღებელი ეპითეტები საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი არ და ვერ იქნება
მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მით უმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. ბრეგაძის განცხადებით, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია. "საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 70. პუნქტი 2. ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, სამხედრო საქმის საბაზისო ცოდნა აუცილებელია კონსტიტუციური ვალდებულების შესასრულებლად. ჯარი პატრიოტ, განათლების მიღებაზე ორიენტირებულ, დაუღალავ და შრომისმოყვარე მამულიშვილთა ერთობაა. ჯარში სამშობლოს სიყვარული სრულიად განსხვავებულ და გასაოცარ ბუნებას იძენს. სადაც არ უნდა წავიდეს ადამიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ის ყოველთვის ქვეყნის გულანთებული გულშემატკივარი იქნება. სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის საქართველოს ინტერესების მცველთა მტკიცე ჯაჭვს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალი განსაცდელისგან მრავალჯერ იხსნა. მისტიურია ის გრძობა, რომელიც დაგეუფლებათ სამხედრო ფიცის დადებისას საქართველოს დროშის წინ მუხლმოდრეკილი ახალგაზრდა ვაჟკაცების თვალებზე მომდგარი ცრემლის დანახვისას. ეს ის ბედნიერი მომენტია, როდესაც დარწმუნდებით რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. ემოციები ვულკანივით ამოფეთქავს, როდესაც მტერთან ბრძოლაში დაჭრილი, მხედველობა დაკარგული მეომრის მიერ სამშობლოზე წარმოთქმულ ლექსს მოისმენთ. აღმაფრენის მომცემია იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებმაც დაამარცხეს შიში და ყოველ წამს მზად არიან საკუთარი საზოგადოს სასარგებლოდ დათმონ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას ათასობით ჯარისკაცმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გმირებმა დაგვიტოვეს შვილები, რომლებიც ყოველთვის ამაყად ატარებენ მშობლების სახელს! სამხედრო სამსახურში მყოფი ახალგაზრდები საზოგადოებისგან მხოლოდ პატივისცემას და მადლიერებას იმსახურებენ, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის ყველა მოქალაქეს ემსახურებიან. გამომდინარე აქედან მიმდინარე კამპანია, ჯარის საკითხის პოლიტიზირება და მით უმეტეს ყოვლად მიუღებელი ეპითეტები, რომლებსაც შეგნებულად არ გავიმეორებ, არ და ვერ იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თავსებადი. ჯარი თავისუფლებაა! ჯარი ვაჟკაცობაა! ჯარი სამშობლოა! ჯარი საქართველოა! ყველაფერი საუკეთესო ჯარს! დიდება გმირებს! ვემსახურებით საქართველოს! P.s ჯარში აღმართული დროშის ფრიალის ხმა, რომელიც განსაკუთრებულად ჟღერადია, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების მიერ შესრულებული მრავალჟამიერია!" - წერს იუსტიციის მინისტრი "ფეისბუქის" გვერდზე.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)